პრეზიდენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმა წარმოადგინა, რომელიც დეფიციტის 2 ტრილიონით შემცირებას ითვალისწინებს
პრეზიდენტი ობამა მთავრობის 2014 წლის ბიუჯეტის 3.77 ტრილიონით შეკვეცის ინიციატივით გამოდის. პროექტი უმდიდრესი ამერიკელებისთვის საგადასახადო cვლილებებს და სოციალური დაზღვევის პროგრამების რეფორმირებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი გეგმა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აკმაყოფილებს.
ახალი საბიუჯეტო ინიციატივა მომდევნო 10 წლის მანძილზე დეფიციტის 2 ტრილიონით შემცირებას ითვალისწინებს და ამას ახალი საგადასახადო შენატანების და საბიუჯეტო შეკვეცების ხარჯზე გეგმავს. ის ამერიკელები, რომელთა შემოსავალი მილიონ დოლარს აღემატება, შესაძლოა მინიმუმ 30 პროცენტით დაიბეგრონ.
პრეზიდენტის განცხადებით ბიუჯეტი იდეალური არ არის, მაგრამ ეს არის ორ პარტიას შორის არსებულ დაპირისპირებაში ორმხრივი კომპრომისის მცდელობა.