ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხშაბათს ობამა ბიუჯეტის პროექტს წარადგენს


შეიკვეცება ხანდაზმული ამერიკელების პროგრამები და მდიდრების გადასახადები გაიზრდება

ოთხშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2014 წლის ბიუჯეტის გეგმას წარადგენს, რომელიც სავარაუდოდ ორივე პარტიის წარმომადგენლებს ვერ დააკამყოფილებს.

პრეზიდენტის საბიუჯეტო გეგმით, შეიკვეცება ხანდაზმული ამერიკელების პროგრამები და მდიდრებს გადასახადები მოემატებათ.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი გეგმა დეფიციტის შეკვეცის იდეალური ვარიანტი არ არის, თუმცა ეს კომპრომისული გეგმაა და გარკვეულწილად პროგრესს განაპირობებს.
XS
SM
MD
LG