ობამა ამბობს, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა მან სრულად ვერ შეაფასა

ნოემბრის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის შესახებ სადაზვერვო წრეების დასკვნის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მსგავსი რამ კვლავ შეიძლება მოხდეს და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა და პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ამგვარი გავლენის „მინიმუმამზე დაყვანა“ უზრუნველყონ.

პარასკევს გამოქვეყნებულ შემაჯამებელ სადაზვერვო ანგარიშში, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" მოხსნეს, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, არჩევნებზე „გავლენის მოხდენის კამპანიის განკარგულება გასცა“, რომლის მიზანიც ტრამპისთვის, მის მეტოქე ჰილარი კლინტონთან, უპირატესობის მიცემა იყო.

ტრამპის მიერ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსად შერჩეულმა რინს პრიბუსმა ტელეარხ „ფოქსისთვის“ კვირას მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპი ჰაკერულ თავდასხმაზე რუსეთის პასუხისმგებლობას აღიარებს. პრიბუსმა არაერთხელ გააკრიტიკა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის კიბერ უსაფრთხოების ძალისხმევა და თქვა, რომ უცხო ქვეყნის მთავრობისთვის საკუთარ სისტემებში შესაღწევად მათ „კარი ფართოდ გაღებული დატოვეს“.