ოლანდი პრეზიდენტსა და პირველ ლედის შორის დასვეს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლა. საზეიმო სადილს წამყვანი ბიზნესმენები, პოლიტიკური დონორები და ჰოლივივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ.

ოლანდი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორდა დიდი ხნის პარტნიორ ქალბატონს ვალერი ტრიერვეილერს, ვახშამის დროს პრეზიდენტ ობამასა და პირველ ლედის შორის იჯდა.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკასა და საფრანგეთს შორის ალიანსი არასოდეს ყოფილა ისეთი მყარი, როგორც დღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ამერიკისა და საფრანგეთის ურთიერთობა უფრო ღრმაა „ვიდრე 20 წლის წინ.“

ოლანდის ვაშინგრონში ვიზიტის დროს ირანის ბირთვული პროგრამა, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, კონტრტერორიზმის ძალისხმევა აფრიკაში, ვაჭრობა, ეკონომიკა და კლიმატური ცვლილებები იყო განხილული.

ოლანდი დღეს კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც სილიკონის დაბლობის წამყვან კომპანიებს შეხვდება.