შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი დღეს ვაშინგტონის სამხრეთით მდებარე ქალაქ შარლოტსვილში მიემგზავრებიან. უმაღლესი პირები იქ ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის ისტორიულ სახლს მოინახულებენ და იქ სიტყვით გამოვლენ. ჯეფერსონი ხუთი წლის მანძილზე საფრანგეთში ამერიკის ელჩად მსახურებდა.
ხვალ პრეზიდენტები არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოს მოინახულებენ და დაღუპულ ჯარისკაცთა საფლავებს გვირგვინით შეამკობენ. ოთხშაბათს ფრანსუა ოლანდი სან ფრანცისკოში მიემგზავრება, სადაც შეხვედრა ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერებთან იგეგმება.
შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები აცხადებენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე „ტრანსფორმირება“ განიცადა ახლა „საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ნიმუშს“ წარმოადგენს. გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ანალიტიკურ მასალაში ამერიკას და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის მთავარ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის - ირანის ბირთვული პროგრამის, კონტრტერორიზმის და აფრიკაში სიღატაკის შემცირებისთვის ბრძოლაში.