დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საფრანგეთის საგარეო მინისტრ ლორენ ფაბიუს შეხვდა. ლიდერებმა შეხვედრაზე ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს მიერ საფრანგეთის მოქალაქეების სატელეფონო მოსმენებზე ისაუბრეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლორენ ფაბიუსმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
გუშინ პრეზიდენტი ობამა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შექმნილი სკანდალის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები გადახედავს სადაზვერვო საქმიანობის პროცესს, რათა უსაფრთხოებასა და პირადი ინფორმაციის დაცულობას შორის ბალანსი არ დაირღვეს .
თეთრი სახლის განცხადებით, ფრანგულ პრესაში ამერიკის სადაზვერვო პროგრამასთან დაკავშირებული ბრალდებები გადაჭარბებულია.