აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერაყში 275 სამხედრო პერსონალს გაგზავნის ბაღდადში განლაგებული ამერიკის საელჩოსა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ვაშინგტონი —
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერაყში 275 სამხედრო პერსონალს გაგზავნის ბადადში განლაგებულ ამერიკის საელჩოსა და ამერიკული პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
“სამხედრო ძალები ამერიკელი მოქალაქეებისა და საჭიროების შემთხვევაში ქონების დასაცავად გაიგზავნება. ისინი ბრძოლისთვის იქნებიან აღჭურვილი"-თქვა ობამამ წერილში, რომელიც კანონმდებლებს გაეგზავნა. “ეს ძალები ერაყში დარჩებიან მანამ, ვიდრე სიტუაცია ამას მოითხოვს”-დასძინა მან.
ობამას შეტყობინება კონგრესს ორშაბათს გადაეცა. მასში ასევე ნათქვამი იყო, რომ ამ ნაბიჯს ერაყის მთავრობა ეთანხმება.
იმ კონტექსტში, როცა ამერიკელმა ლიდერმა გამორიცხა ერაყში სახმელეთო ჯარების შეყვანა, ორშაბათს იგი უშიშროების საკითხების გუნდს შეხვდა და მათ სხვადასხვა ალტერნატივებზე ესაუბრა.
შესაძლო ვარიანტებში შედის იმ სუნიტი მეამბოხეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ბაღდადში, შიიტებით დომინირებული მთავრობის დამხობით იმუქრებიან.
აშშ, ასევე იხილავს ირანთან მუშაობის ვარიანტს. თუმცა პენტაგონი ამბობს, რომ ერაყში შესაძლო მოქმედების განსახილველად მიზნად არ ისახავს ირანელებთან მუშაობას.