ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია


ისლამისტურმა დაჯგუფებამ - ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო - ერაყის ჩრდილოეთი თითქმის მთალიანად დაიკავა

ამერიკა ერაყში ისლამისტების წინააღმდეგ რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ისლამისტურმა დაჯგუფებამ - ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო - ერაყის ჩრდილოეთი თითქმის მთალიანად დაიკავა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბაღდადსაც მალე აიღებს. ამ ფონზე, ერაყის არმია ისლამისტებს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს.

ერაყში განვითარებული მოვლენები ვაშინგტონისთვის დიდ დარტყმას წარმოადგენს. 2003 წლის შემდეგ ამერიკამ ერაყის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღწურვის პროგრამებზე დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯა.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ერაყში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილაცს და არაფერის გამორიცხავს. თუმცა, მისი არჩევანი შედარებით შეზღუდული იქნება, რადგან პრეზიდენტს არ სურს ამერიკული ჯარის მორიგ კონფლიქტში გაგზავნა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომა ამერიკის სამხედრო დანაყოფები ერაყიდან სწორედ პრეზიდენტმა ობამამ გამოიყვანა ორი წლის წინ.
XS
SM
MD
LG