აშშ კანდიდატების მზადება დებატებისთვის

Supporters hold signs as President Barack Obama speaks during a campaign event at Capital University in Columbus, Ohio, August 21, 2012.

პირველი რაუნდი ოთხშაბათს დენვერში შედგება
აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მისი მეტოქე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, მიტ რომნი 2012 წლის არჩევნების ერთ-ერთ კრიტიკულ ფაზას მიუახლოვდნენ. ეს არის საპრეზიდენტო დებატები, რომლის პირველი რაუნდიც ოთხშაბათს დენვერში შედგება.

დებატები ეკონიმიკის, ჯანდაცვის, სახელმწიფოს როლის შესახებ გაიმართება. ექსპერტების აზრით, რომნის უფრო მეტად მოუწევს საკუთარი პოზიციების დამტკიცება, ვიდრე ობამას.

დებატებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისი ტრადიციული, ყოველკვირეული მიმართვა პრეზიდენტმა ობამამ ეკონომიკის თემას დაუთმო.