ობამას ახალი სტრატეგია

აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიციაში მყოფ რესპუბლიკელ კონგრესმენებთან საერთო ენის გამონახვას
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს ოპოზიციაში მყოფ რესპუბლიკელ კონგრესმენებთან საერთო ენის გამონახვას, რათა ქვეყნის დეფიციტის შეკვეცასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. პრეზიდენტის ინიციატივა სრულიად მოულოდნელი იყო, ვინაიდან ბოლო დროის სტრატეგიას ამერიკის მოსახლეობის წინაშე რესპუბლიკელთა მწვავე კრიტიკა წარმოადგენდა.
ობამა მომავალი კვირის უმეტეს ნაწილს კონგრესში გაატარებს, სადაც ის ორივე პარტიის კანონმდებლებს შეხვდება. დეფიციტთან ერთად მხარეებს შორის სხვა საჭირბოროტო საკითხებიც განიხილება.
კონგრესმენებთან ურთიერთობების დათბობა გასული კვირის ოთხშაბათს დაიწყო, როდესაც ობამამ 12 რესპუბლიკელი სენატორი ვაშინგტონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში სადილზე მიიწვია.