კონგრესი ადასტურებს ობამას ხელახლა არჩევას

აშშ-ის კონსტიტუცია მოითხოვს კონგრესისგან ხმების გადათვლას და გამარჯვებულის დადასტურებას
ბარაკ ობამა პრეზიდენტის, ხოლო ჯო ბაიდენი ვიცე პრეზიდენტის რანგში მეორე ვადით ოფიციალურად კონგრესმა დაადასტურა.
გაეთიანებულ სხდომაზე აშშ-ის კონგრესმა გადათავალა საარჩევნო ხმები და დაადგინა ბარაკ ობამა არჩევნებში გამარჯვებულად. 332 ხმა ობამას ერგო , ხოლო 206 მიტ რომნის.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში იყო ცნობილი, აშშ-ის კონსტიტუცია მოითხოვს კონგრესისგან ხმების გადათვლას და გამარჯვებულის დადასტურებას. პროცესი იმ დროს უკავშირდება, როდესაც არ არსებობდა ელექტრონული კომუნიკაცია და არჩევნების შედეგეგბის გაგება რამდენიმე თვე ვერ ხერხდებოდა.