ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლად არჩეულმა კონგრესმენებმა ფიცი დადეს


ხუთშაბათს ახლად არჩეულმა კონგრესმა ფიცი დადო, თუმცა მალევე განახლდება ძველი დავა ქვეყნის მზარდი ვალის, იარაღის კონტროლის და საიმიგრაციო პრობლემის ირგვლივ.
გადასახადების გაზრდის და ბიუჯეტის შეკვეცის თაობაზე მთელი კვირის განმავლობაში კონგრესში არ წყდებოდა კამათი. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ გადასახადების გაზრდაზე მდიდარი ამერიკელებისთვის.
ახალი კონგრესი 113-ე მოწვევისაა. ის ახლა 16,4 ტრილიონი დოლარის სესხის ზედა ზღვარის შესახებ დებატების განახლების წინაშე დგას, რომელიც მთავრობამ კვირის დასაწყისში წარადგინა.
XS
SM
MD
LG