ვაშინგტონი —
პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ სირიის ქიმიური იარაღის გადაბარების გეგმა "მსოფლიოს უკეთეს პოზიციაში აყენებს" ქიმიური იარაღის ხელახალი გამოყენების თავიდან აცილების კუთხით. დღეს, 15 სექტემბერს ეი-ბი-სის ტელეარხით გადაცემული ინტერვიუს დროს ობამამ აღნიშნა, რომ მდგომარეობა სირიაში "არამდგრადია" ვიდრე ხელისუფლებას ბაშარ ალ-ასადი ინარჩუნებს.
ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება სირიის კრიზისის დასარეგულირებლად რუსეთის პრეზიდენტის ჩართულობას დიპლომატიურ ძალისხმევაში.
ეი-ბი-სის ტელეარხზე პრეზიდენტმა ჟურნალისტ ჯორჯ სტეპანოპულოსის კითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ აშშ-მ და რუსეთმა ერთობლივად უნდა გააგრძელონ მუშაობა სირიის საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი პუტინი სიტუაციას სხვაგვარად აღიქვამს.
"მე არ ვფიქრობ, რომ პუტინს ჩვენნაირი ღირებულებები აქვს და მგონია, რომ ასადის დაცვით, მას სირიის რეჟიმის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს,"-თქვა ობამამ.
ობამამ დასძინა, რომ ასადის ხელისუფლებაში დარჩენამდე სირიაში კონფლიქტი შენარჩუნდება.
ამერიკელმა ლიდერმა თქვა, რომ ამერიკული სამხედრო თავდასხმის მუქარამ რუსი და სირიელი ოფიციალურ პირები აიძულა შეთანხმება მიეღოთ.
ამ ფონზე, ამერიკელ კანონმდებლებს შეთანხმების მიმართ განსხვავებული პოზიციები აქვთ.
რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი ამ გარიგებას "პროვოკაციული სისუსტის აქტად" მოიხსენიებს. სხვა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს კი სურთ ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ამერიკულ სამხედრო თავდასხმას აიცილებს თავიდან.