ობამას ინიციატივა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით

პრეზიდენტ ობამას არაძალადობრივი ნარკოდანაშულისთვის სასჯელის გაუქმება, ან მინიმუმზე დაიყვანა სურს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ფედერალურ ციხეს ესტუმრება. ეს ნაბიჯი ქვეყანაში უფრო სამართლიანი პენიტენციალური და სასამართლო სისტემების შექმნის ობამასეული მცდელობის ნაწილად განიხილება.

პრეზიდენტი ოკლაჰომას შტატის ქალაქ ელ რენოში მდებარე სატუსაღოში ჩადის, სადაც რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ის ცალ-ცალკე გაესაუბრება როგორც წესრიგის დამცველებს, ასევე იქ მყოფ პატიმრებს, რომლებიც სასჯელს ნარკოტიკთან დაკავშირებული არაძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიან. კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა არაძალადობრივი ნარკოდანაშულისთვის სასჯელი ან სრულიად გააუქმონ, ან მინიმუმზე დაიყვანონ ის.