თეთრ სალხში ამერიკელ და უკრაინელ ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრას, ამერიკელი ოფიციალური პირები შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მთავრობისადმი გამოხატულ ნდობად აფასებენ
ოვალურ დარბაზში ბარაკ ობამასა და არსენი იაცენიუკის შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ იმედია რუსეთი უკრაინის საკითხში კურსს შეიცვლის.
ბარაკ ობამა: ჩვენს განკარგულებაში არის კიდევ ერთი გზა და იმედი გვაქვს, პრეზიდენტ პუტინს სურს ამ ვარიანტის განხილვა. თუკი ის ამას არ გააკეთებს, მე მჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის მთავრობას ამოუდგება მხარში ამ ქვეყნის ერთიანობის და ტერიტორიული ურღვეობის დასაცავად.
უკრაინელმა პრემიერმა არსენი იაცენიუკმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ უკრაინა მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინა დასავლური სამყაროს ნაწილია და ეს ასე იქნება. მან ასევე მიუთითა, რომ რუსმა კოლეგებმა უნდა გაანცნობიერონ, რომ უკრაინა შეიმუშავებს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს, თუმცა უკრაინა რუსეთის კარგ მეგობრად და პარტნიორად დარჩება.
დღეს, მოგვიანებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ლონდონში მიფრინავს რუს კოლეგასთან შესახვედრად. კერის მიზანია რუსებს აუხსნას უკრაინის კრიზისიდან გამოსვლისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების უპირატესობა.
ჯონ კერი: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და რუსეთის პრეზიდენტს სხვადასხვა ალტერნატივას შევთავაზებთ, იმ იმედით, რომ რომ კრიზისის დაძლევის, და იმავდროულად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით გამოვნახავთ გზებს.
კონტექსტში, როცა არაერთი ამერიკელი კანონმდებელი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს ითხოვს, ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს უკეთ შეესაბამება, თუკი ვაშინგტონი რუსეთს კრიზისიდან გამოსავალს შესთავაზებს.
ჯონ კერი: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ვინმეს ინტერესები უკეთ იქნება დაცული, ან მაგალითისთვის ჩვენი ინტერესი უფრო კარგად წარმოჩნდება ირანში, ავღანეთსა და სირიაში, თუ რუსეთის იზოლაციას მოვახდენთ. თუმცა გავაკეთებთ ყველაფერს, რაც უნდა გავაკეთოთ თუ რუსეთი სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ამერიკელი და რუსი საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა ლონდონში რამდენიმე დღით უსწრებს ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს. ამერიკელი და ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ეს კენჭისყრა არაკონსტიტუციურია. რუსეთის ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ყირიმს საკუთარი გადაწყვეტილების უფლება აქვს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს მეაური ვალენთინა მატვიენკო ამბობს:
„დასავლეთის ზოგ ქვეყანაში ნამდვილი ისტერიაა შექმნილი, როცა რეფერენდუმი კანონგარეშედ ცხადდება, და რომ ეს არის პროცესი, რომლის შედეგებს ისინი არ აღიარებენ. რბილად რომ ვთქვათ, არაფერი ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მტკნარ დეზინფორმაციას წარმოადგენს.“
რეფერენდუმის შედეგად, ყირიმი, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციას შეუერთდეს. ამ ეტაპზე, რუსეთის და ყირიმის ძალოვანი სტრუქტურები ნახევარკუნძულზე სტრატეგიულ პოზიციებს ამაგრებენ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ტერიტორიაზე კი რუსეთის ექსპანსია გრძელდება.
მარინა კალჟურანდი ამერიკაში ესტონეთის სრულუფლებიანი ელჩია.
„უკრაინის პრეცედენტის შემდეგ, სხვა ქვეყნებმა შესაძლოა, ასეთი კითხვაც კი დასვან, თუ ვინ არის შემდეგი. სწორედ ამიტომ, მყისიერი, ძლიერი რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.“
რეფერენდუმის შესახებ კომენტარს არაერთი ამერიკელი ექსპერტიც აკეთებს.
ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი კით დარდენი ერთერთი მათგანია. იგი თვლის, რომ ამერიკამ ვლადიმირ პუტინს სიტუაციიდან გამოსვლის ღირსეული ფორმის მოსანახად საშუალება უნდა მისცეს:
კით დარდენი: „ყირიმის რეფერენდუმი ამ რთული სიტუაციის გადასაწყვეტად არ არის გამოსავალი. მე არ მგონია, რომ ამგვარ გამოსავალს რომელიმე მხარე იდეალურად მიიჩნევდეს. კრიზისის დაძლევის ერთერთი ვარიანტი იქნება, თუ ამერიკა, რუსეთის დარწმუნებას შეეცდება რეფენდუმის მხარდაჭერა გადაიფიქროს.“
დარდენისგან განსხვავებით, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში, დღეს კი მაკეინის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოკერი მიიჩნევს, რომ თუ ამერიკა რეფერენდუმს მართლაც არალეგიტიმურად მიიჩნევს და შემდეგ, ამ პროცესს მიუღებლად გამოაცხადებს, ვაშინგტონი მზად უნდა იყოს შესაბამისი მოქმედების განსახორციელებლად.
რუსეთის პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობს კიევში, უკრაინის ახალი ხელისუფლება სცნოს და აცხადებს, რომ ყირიმში ეთნიკური რუსების დაცვის მიზნით მოქმედებს.