აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პაკისტანში უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილ იერიშებს მხარი დაუჭირა, რაც მანამდე არცერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს საჯაროდ არ უღიარებია.
ორშაბათს ინტერნეტ დისკუსიის დროს ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ დრონების გამოყენება ალყაიდასა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთან მათი უმრავლესობა პაკისტანის ფედერალური ადმინისტრაციის ტომებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა. ეს ოპერაციები, განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ, აქტიური ტერორისტების განადგურებას ემსახურება, რომლებიც საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილებში მოქმედებენ.