წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობა კიდევ უფრო დასუსტდება
პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის წევრებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობა კიდევ უფრო დასუსტდება, რადგანაც აშშ საგადასახადო შეღავათების გაუქმების და სავალდებულო საბიუჯეტო შეკვეცების წინაშე დგას. ობამამ ამის შესახებ განცხადება მედიის წარმომდგენლების წინაშე პარასკევს გააკეთა. კონგრესმენები კი თავის მხრივ საშობაო არდადეგებისთვის ემზადებიან, ბევრმა მათგანმა უკვე დატოვა დედაქალაქი. ხოლო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა სულ უფრო იკლებს.