ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური პროგნოზი


ახალი ანგარიში წინანდელთან შედარებით მეტი ზრდის პროგნოზს შეიცავს

ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა მომდევნო ორი წლის განმავლობაში „მერყევ და არათანაბარ გაუმჯობესებას“ დაიწყებს. პარიზში მოქმედი ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია შედარებით პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ 2013 წელს გლობალური ეკონომიკა 3.4 პროცენტით გაიზრდება.

ხოსე ანხელ გურია, ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ერთის მხრივ გაურკვევლობა ევროზონაში და, მეორეს მხრივ, შეერთებული შტატების წინაშე არსებული ე.წ. „ფისკალური უფსკრული“ და რეცესიის საშიშროება გლობალური ეკონომიკის ზრდისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად, ახალი ანგარიში წინანდელთან შედარებით მეტი ზრდის პროგნოზს შეიცავს და, შესაბამისად, უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება.
XS
SM
MD
LG