ნელსონ მანდელას სამოქალაქო პანაშვიდზე ბარაკ ობამა და რაულ კასტრო ერთმანეთს მიესალმნენ
სამშაბათს ნელსონ მანდელას საპატივცემულოდ გამართული სამოქალაქო პანაშვიდი არაფორმალური დიპლომატიის და პოლიტიკური უთანხმოების ფონზე წარიმართა. თუმცა პანაშვიდზე სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ღვაწლის შესახებ ლიდერებმა თავიანთი სიტყვა წარმოთქვეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სატელევიზიო კამერებმა დააფიქსირეს მოედნის სამთავრობო ლოჟაში მყოფი პრეზიდენტების, ბარაკ ობამას და კუბის პრეზიდენტის რაულ კასტროს შეხვედრა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
ხელის ჩამორთმევის ფაქტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან 1961 წელს, ცივი ომის პერიოდში დაძაბულობის დროს, შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა. მას შემდეგ შეერთებულ შტატებს კუბასთან სავაჭრო ემბარგო აქვს. ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ყინული დაიძრა.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ხელის ჩამორთმევა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერს რაიმე საკითხზე არ უსაუბრია, ისინი ერთმანეთს მხოლოდ მიესალმნენ. თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თეთრ სახლს კვლავაც აშფოთებს კუბაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთან არსებული მდგომარეობა.
ობამა ასევე ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაისაც მიესალმა. თუმცა, როგორც შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები აცხადებენ, პრეზიდენტი ობამა სამოქალაქო პანაშვიდს არ განიხილავს ადგილად, სადაც საქმიანი მოლაპარაკების გამართვა შეიძლება.
ავღანეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები უკვე რამდენიმე თვეა ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებას განიხილავენ, რომელმაც ავღანეთში 2014 წლის შემდეგ კოალიციური ძალების გასვლის მერე ამერიკული სამხედრო კონტიგენტის დარჩენის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ ავღანეთმა პაქტს ხელი ამ წლის ბოლოს მოაწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2014 წლის შემდეგ რეგიონიდან ამერიკელი სამხედროებიც გავლენ.
ბარაკ ობამა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პოპულარული ფიგურაა. როდესაც ის სტადიონზე გამოჩნდა, იმ დროს მისი გამოსახულება მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე აჩვენეს. ბარაკ ობამას იქ შეკრებილი მოსახლეობა მიესალმა.
თუმცა, როდესაც ეკრანზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჯაკობ ზუმას კადრები მიდიოდა, მოსახლეობა მას სტვენით შეხვდა. სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის ნაწილი აღშფოთებულია ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ ზუმამ გადასახადებიდან ამოღებული 200 მილიონი დოლარი საკუთარი სახლის გასარემონტებლად გამოიყენა.
მთლიანობაში ნელსონ მანდელას სამოქალაქო პანაშვიდს, მსოფლიოს 70 ქვეყნის მეთაური დაესწრო. მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და ინდოეთის პრეზიდენტი პრანაბ მუხერჯი იყვნენ.