6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდამსხმელს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეს, მემარჯვენე გასამხედროებული დაჯგუფება "ფიცის დამცველების" მეთაურს სტიუარტ როდსს ამბოხების მოწოდებისთვის და წახალისებისთვის, სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი, რომელიც როდსს ხუთშაბათს, 25 მაისს გამოუტანეს, 6 იანვრის ამბოხებულთა სასჯელებს შორის, ყველაზე ხანგრძლივია.

როდსმა მოსამართლეს უთხრა, რომ თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლის, რომელიც დონალდ ტრამპის მსგავსად “ეწინააღმდეგებოდა ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობდა". მოსამართლემ კი მას უთხრა რომ ათწლეულებია ის "თავისი ქვეყნის დემოკრატიის ძალადობაში ჩართვას ცდილობს” და დასძინა, რომ ის საშიშროებას და მუქარას წარმოადგენს ქვეყნისა და მისი დემოკრატიისთვის.

მსგავსი მუხლით რესპუბლიკელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 1000-მდე მხარდამჭერია დადანაშაულებული და სასჯელმისჯილი. თითოეული მათგანი ცდილობდა ხელი შეეშალა კონგრესისთვის, რათა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების სერტიფიცირება არ მომხდარიყო.