ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 ათას კომპიუტერში ფარული პროგრამა ჰქონდა დამონტაჟებული, რომლის მეშვეობითაც ამ კომპიუტერებიდან კიბერ-თავდასხმების წარმოების საშუალება შექმნა.
ამერიკული გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ აცხადებს, რომ სააგენტო ამ პროგრამის გამოყენებით კომპიუტერულ ქსელებს აკვირდებოდა, რომლებშიც აღნიშნული კომპიუტერები იყო ჩართული. გარდა ამისა, ფარული პროგრამა სააგენტოს საშუალებას აძლევდა შესულიყო კომპიუტერებში და მონაცემები შეეცვალა. ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემების შეცვლა ისეთ კომპიუტერებშიც ხდებოდა, რომლებიც ინტერნეტ ქსელში ჩართული არ იყო.
სტატია წყაროდ ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ოფიციალური პირებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტების მიერ წარმოებულ დოკუმენტებს იყენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფარული ტექნოლოგია რადიო ტალღების იყენებს. ამ ტალღების გადაცემა კომპიუტერებში ჩამონტაჟებული მცირე ზომის გადამცემების ან მახსოვრობის ბარათების დაყენებით ხდება.
სააგენტოს დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამ მეთოდის მეშვეობით ამერიკა რუსეთის სამხედრო ქსელს, მექსიკის პოლიციასა და ნარკო-კარტელების, ევროკავშირის, საუდის არაბეთის, ინდოეთისა და პაკისტანის ქსელებს უთვალთვალებდა.
ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მსგავსი თვალთვალი ამერიკის ტერიტორიაზეც ხორციელდებოდა.