ხუთშაბათს სახალხო უზენაეს ყრილობაზე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭომ თავმჯდომარედ და ქვეყნის ლიდერად ისევ კიმ ჩენ უნი აირჩია.
ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ პარასკევს გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, 35 წლის კიმი ხელახლა აირჩიეს "მისი გამორჩეული იდეოლოგიური და თეორიული სიბრძნისა და ლიდერობის გამოცდილების" გამო.
კიმს ახალი წოდებაც მიენიჭა, მას ამიერიდან ასევე მოიხსენებენ, როგორც "კორეელ ხალხთა უზენაეს წარმომადგენელს".
საბჭოს სხდომაზე რამდენიმე სხვა საკადრო გადაწყვეტილებაც დამტკიცდა. მაგალითად, 69 წლის ქოი რიან ჰაი, კიმის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და ქვეყნის ფიქტიური ლიდერი საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
თავად კიმ ჩენ უნი კი უკვე არაერთ სახელისუფლებო პოზიციას ითავსებს, აქვს სამხედრო ტიტულები და არის კომუნისტური პარტიის ლიდერი. თუმცა ოფიციალურად ის კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეას მართავს, როგორც სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. ის ამ პოსტზე ოფიციალურად 2016 წელს აირჩიეს.