ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციას შეწყვეტს

ჩრდილოეთ კორეა, კიმ ჩენ უნი

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ამ ქვეყნის ლიდერზე ვაშინგტონის მიერ სანქციების დაწესების სამაგიეროს გადახდის მიზნით, ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ბოლო არხს დაკეტავს.

ფხენიანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონთან ყველა დიპლომატიურ კომუნიკაციას წყვეტს, რომელიც გაეროს ნიუ იორკის ოფისის მეშვეობით ხორციელდებოდა.

გასულ კვირაში, შეერთებულმა შტატებმა კიმ ჩენ უნს და ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე ოფიციალურ პირს, ბირთვული პროგრამის გამო ქვეყანაზე უკვე დაწესებული სანქციების გარდა, პერსონალური სანქციები დაადო.