ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრ. კორეის ლიდერს სანქციები დაუწესდა


ჩრ. კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ უნი
ჩრ. კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ უნი

შეერთებულის შტატების მთავრობამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი სანქცირებული ადამიანების სიაში მოათავსა. ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის მიმართ ეს ზომა პირველად იქნა მიღებული. გადაწყვეტილების მიზეზად შეერთებული შტატები მის მიერ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას ასახელებს.

ამერიკის ხაზინა აცხადებს, რომ ახალი ანგარიში 23 ინდივიდუალურ პირსა და იურიდიულ ერთეულს უწესებს საქნციებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. კიმ ჩენ უნი მათგან ერთ-ერთია.

ხაზინა ასევე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აგრძელებს ქვეყნის სასტიკი მეთოდებით მართვას, სასამართლო პროცესის გარეშე ადამიანების სიკვდილით დასჯას, შრომა-გასწორების კოლონიებში იძულებით ექსპლუატაციას და უამრავი ადამიანის წამებას.

XS
SM
MD
LG