ჩრდილოეთმა კორეამ საჰაერო თავდაცვის სისტემა გამოსცადა. მიმომხილველთა შეფასებით, გამოცდა იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთი კორეის სარაკეტო არსენალის სწრაფ მოდერნიზაციას ითვალისწინებს. შესაძლო ომის შემთხვევაში, აღნიშნულმა რაკეტებმა ქვეყანა სამხრეთი კორეისა და შეერთებული შტატების ავიაციისაგან უნდა დაიცვას.
ასევე ნახეთ: კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს
სექტემბრის განმავლობაში ფხენიანმა ახალი შეიარაღება ოთხჯერ გამოსცადა. საჰაერო თავდაცვის სისტემის გარდა, შეამოწმეს შორი დამიზნების ფრთოსანი რაკეტების, ახლო დამიზნების ბალისტიკური რაკეტებისა და ახალი ზე-ბგერითი რაკეტების მზაობა. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გასაახლებლად მზადაა.
ჩრდილოეთი კორეა აშშ-ის წინადადებას "მტრული პოლიტიკის შენიღბვის მცდელობად" აფასებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთი კორეის მიმართ "მტრული განზრახვა" არ გააჩნია.