სტოკჰოლმში დღეს მედიცინის სფეროში ნობელის პრემიის პირველ ლაურიატთა ვინაობა გამოცხადდა
2013 წლის ნობელის პრემია მედიცინის დარგში ორ ამერიკელ და ერთ გერმანელ მეცნიერს მიენიჭა. ამერიკელები ჯეიმს როტმანი და რენდი შეკმანი არიან. გერმანელი მეცნიერი ტომას სანდოფიც ასევე ამერიკულ უნივერსიტეტში მუშაობს. ის კალიფორნიაში მდებარე ბერკლის უნივერსიტეტის მოლეკულური და უჯრედის ბიოლოგიის კათედრის პროფესორია.
როტმანი იელის უნივერსიტეტის უჯრედის ბიოლოგიის კათედრის გამგეა. შეკმანი კი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია. ნობელის პრემიის პირველ ლაურიატთა გვარები დღეს სტოკჰოლმში გამოცხადდა. მშვიდობის, მეცნიერებასა და ლიტერატურაში მიღწევებისთვის დაწესებული პრიზი სამივე მეცნიერს უჯრედის სატრანსპორტო სისტემის ორგანიზების შესწავლისთვის გადაეცემა.