მალაიზური ავიახაზების თვითმფრინავის უკრაინის დონეცკის რეგიონში ჩამოგდებიდან, 9 წელი გავიდა. 2014 წლის 17 ივლისს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც რეის MH17-ასრულებდა, 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 17 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. რუსეთი და მისი მხარდაჭერილი სეპარატისტები, თავდაპირველად, თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდნენ.
„ეს იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფურცელი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თვითმფრინავის ჩამოგდების 9 წლისთავზე. „უკრაინა ყველაფერს გააკეთებს რათა ტრაგედიის მსხვერპლებმა სამართალი იპოვონ“, - განაცხადეს უწყებაში.
თარიღთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ასევე ევროკავშირმა და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას და სიმართლის დადგენისთვის თანამშრომლობას მოელის.
ასევე ნახეთ: პროკურორები: არსებობს „მძლავი ინდიკატორები“ რომ 2014 წელს უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება პუტინმა გასცა“ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას ყველა მცდელობის მიმართ, რათა სიმართლე დადგინდეს და სამართალი აღსრულდეს“, - ამბობს გაერთიანება.
ევროკავშირი აცხადებს, რომ პირები, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ იდენტიფიცირებულნი არიან და ხაზს უსვამს, რომ რეისის ჩამოსაგდებად გამოყენებული იყო „ბუკის“ სისტემა, რომელიც გამოძიების დადგენილებით, „უსათუოდ“ რუსეთის ფედერაციას ეკუთვნოდა.
ასევე ნახეთ: ჰოლანდიურმა სასამართლომ რეის MH17-ის ჩამოგდებისთვის, სამ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯათვითმფრინავი, ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიფრინავდა. ბორტზე უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო. გამოძიების მიხედვით, თვითმფრინავის ჩამოსაგდებად მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემა "ბუკი" გამოიყენეს, რომელიც რუსმა სეპარატისტებმა მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაისროლეს.
გამოძიების მიხედვით, „ბუკი“ რუსეთის ფედერაციის 53-ე ანტი-საჰაერო დანაყოფს ეკუთვნოდა და მოგვიანებით ის უკან, რუსეთში გადაიტანეს. რუსული მხარე უარყოფს თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობას და მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით მისი ვერსიები დროთა განმავლობაში იცვლებოდა.
2022 წლის 17 ნოემბერს, ნიდერლანდებში ორი რუსი და ერთი უკრაინელი სეპარატისტი, სასამართლომ დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო.