26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვირას ჩოგბურთში ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. მან პეკინში გამართულ ფინალში არგენტინელი სპორტსმენი, მსოფლიოს რიგით მე-4 ჩოგანი, ხუან მარტინ დელ-პოტრო დაამარცხა.
ბასილაშვილმა ბოლო მატჩი ორ სეტში დაასრულა, ანგარიშით: 6:4, 6:4. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ამ მატჩამდე 34-ე ჩოგანი იყო, ახლა მსოფლიოს 25 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდება და სავარაუდოდ, 23-ე ადგილს დაიკავებს.