ნიკი ჰეილი, გაეროში აშშ-ის ელჩი გადადგა

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ნიკი ჰეილიმ, შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰეილის გადადგომა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ განაპირობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩის მიერ პოსტიდან გადადგომა. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი ელჩი ახლა თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპს ხვდება და ოფიციალური განცხადება ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.

ინდოელი იმიგრანტების შვილი, ნიკი ჰეილი გაეროში ელჩად დანიშნვამდე სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი იყო. ის ამერიკის ელჩად ტრამპის ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე დღეში დაამტკიცეს.