ნიგერიაში ისლამისტები გააქტიურდნენ

დაღუპულებს შორის პოლიციის 22 ოფიცერი და რამდენიმე ბავშვია
ნიგერიის სამხედროების განცხადებით, სამშაბათს 200-მა ისლამისტმა მეამბოხემ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც 55 ადამიანი დაიღუპა.

არმიის პრესმდივანმა საგირ მუსამ ქალაქზე იერიშში ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ბოკო ჰარამის მეამბოხეები დაადანაშაულა.

მუსამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიარაღებული პირები ქალაქ ბამაში ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით შეიჭრნენ და ხუთი საათის განმავლობაში ქალაქს არბევდნენ, გადაწვეს სამთავრობო შენობები. დაღუპულებს შორის პოლიციის 22 ოფიცერი და რამდენიმე ბავშვია. ამბოხებულებმა 100-მდე პატიმარი გაათავისუფლეს.