ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში აფეთქება მოხდა


თავდასხმებს ძჲრითადად ისლამისტთა სამხედრო სექტა ბოკო ჰარამი ახორციელებს

ჩრდილოეთ ნიგერიაში ავტობუსების სადგურზე აფეთქებას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფეთქება ორშაბათს კანოს ერთ-ერთ უბანში მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, სადგურზე რამდენიმე ავტობუსი დაიწვა, რომლებშიც ნიგერიის ქრისტიანულ ნაწილში მიმავალი მგზავრები ისხდნენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არავის აუღია.

ნიგერიაში თავდასხმებს ქრისტიანებზე, სამხედროებსა და მთავრობის წევრებზე ძჲრითადად ისლამისტთა სამხედრო სექტა ბოკო ჰარამი ახორციელებს.
XS
SM
MD
LG