სრებრენიცას გენოციდის 27 წლისთავზე, ბოლო ინდენტიფიცირებული მსხვრპლი დაკრძალეს. გენოციდი ბოსნიის ომის დროს მოხდა, მაშინ როცა სერბებმა ათასობით ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი მოკლეს.
წელს, მშვიდობის მარშში მონაწილეობა 3 000-მა ადამიანმა მიიღო, მარშის მონაწილეებმა 110 კილომეტრი სამ დღეში გაიარეს და მსვლელობა მემორიალურ სასაფლაოსთან დასრულდა.
ტრადიციული ყოველწლიური მსვლელობა 2 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. 2 წლის განმავლობაში მშვიდობის მარში პანდემიის გამო იყო შეჩერებული.
მსვლელობის მონაწილეებმა ის მარშრუტი გაიარეს, რომელიც წლების წინ გენოციდის მსხვერპლმა ადამიანებმა დაფარეს.
„სერბრენიცაში გენოციდის შემდეგ დაბადებული ბავშვები იზრდებიან და ისინი ჩვენი იმედია,“- ამბობს ჰამდია ფეიზიჩი, რომელიც მარშის ორგანიზატორია. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ის გენოციდს შემთხვევით გადაურჩა.
სრებრენიცას გენოციდს, სარაევოში ამერიკის ელჩი, მაიკლ მერფი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ „ეს არის ტკივილი არა მხოლოდ ბოსნია ჰერცეგოვინისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის“
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ბორელმა და გაფართოების საკითხებში კომისარმა ვარჰელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია : „ჩვენ ერთად ვდგავართ მწუხარებაში მათ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად, ვინც გადაურჩა გენოციდს“.
1995 წლის ივლისში სულ 8 000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი მოკლეს, ყველა მათგანის იდენტიფიცირება ამ დროისთვის მომხდარი არ არის. ბოლო პერიოდში 50 დაღუპულის იდენტიფიცირება მოხდა. საერთო ჯამში 27 წლის განმავლობაში 667 ცხედრის ამოცნობა მოხერხდა.
სრებრენიცას გენოციდი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე, ყველაზე მასშტაბული მასობრივი მკვლელობა იყო.