ქალაქ ნიუ იორკში 600-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია
სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებული ნიუ ჯერსის და ნიუ იორკის შტატები ახალი შტორმისთვის ემზადებიან. ქარიშხლის - „სენდის“ შემდეგ ჭრილობების მოშუშება სულ რამდენიმე დღეა დაიწყო და დღეს ორივე შტატს ძლიერი ქარების და ხშირი წვიმებისთვის მზადება უწევს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიმძლავრე საათში 95 კილომეტრს გადააჭარბებს, რაც ხეების მოგლეჯას და ელექტროენერგიის გაყვანილობების დაზიანებას გამოიწვევს. ორივე შტატში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მილიონზე მეტ ადამიანს სინათლე ჯერ კიდევ არ აქვს. ახალი შტორმის მოლოდინში პარკები და სანაპიროები ისევ დაიხურა, მშენებლობები შეჩერდა. ქალაქ ნიუ იორკში 600-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ნიუ ჯერსის სანაპირო ქალაქებში მოსახლეობას დროებით მაღალ ადგილებზე თავშესაფრის ძებნა ურჩიეს.