ჯანდაცვის სპეციალისტები სტატისტიკაზე და კვლევებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ ნიუ-იოკრში შესაძლოა გაცილებით რთული ვითარება იყოს, ვიდრე ამას დღეს სტატისტიკა აჩვენებს.
რატომ? - მაგალითად ქალაქ ნიუ-იორკის ხელმძღვანელი პირების მითითებით, შტატში ტესტირება მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და შესაძლოა საჭიროებდნენ ჰოსპიტალიზაციას. ეს კი იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ მონაცემები გაცილებით დიდია.
დებორა ბრიქსმა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის წევრია, გასულ კვირას თქვა, რომ ქალაქში აღებული ტესტებიდან 28%-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც ქვეყნის სხვა შტატებსა და ქალაქებს დაახლოებით 8 პროცენტით აღემატება.
შტატმა ნიუ-იორკმა 1 000-ზე მეტი დაღუპულის შესახებ უკვე განაცხადა. გუბერნატორი ენდრიუ კუომო ამბობს, რომ ეს მონაცემები სხვა შტატების მონაცემებს აღემატება.
ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შტატებს შორის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებლებს შორის სხვაობა ასეთი დიდი იმიტომ არის, რომ ნიუ-იორკი ყველაზე მეტ ტესტირებას აკეთებს ყოველდღიურად. თუმცა არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ სხვა შტატებთან შედარებით პანდემიის ეპიცენტრი სწორედ ნიუ-იორკია.
მედიცინის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებლები განპირობებულია ქალაქის მასშტაბით, სიმჭიდროვით. ამასთან, ნიუ-იორკი ტურისტული ცენტრია და ის საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციების ჰაბსაც წარმოადგენს.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნიუ-იორკში უფრო ადრე უნდა ამოქმედებულიყო საჭირო ზომები, რათა ქალაქში შესაძლოა ადრეულ ფაზაში უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდა ქვეყნებიდან, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იყო, ვიდრე სხვა შტატებში.
სულ ამერიკის შეერთებულ შტატებში 143 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, მათი დაახლოებით 45 ნიუ-იორკზე მოდის. ნიუ-იორკის შემდეგ ყველაზე რთული ვითარება ნიუ-ჯერსშია, შემდეგ კალიფორნიასა და ვაშინგტონის შტატში.