ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 15 მაისის რეკომენდაციების საფუძველზე, ნიუ-იორკის შტატი ვაქცინირებულებისთვის პირბადის ტარების რეკომენდაციას ცვლის.
შტატი ვაქცინირებულ ადამიანებს უწევს რეკომენდაციას, რომ პირბადე არ გამოიყენონ. ნიუ-იორკის გუბერნატორის ენდრიუ კომოს განცხადებით, პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულოდ რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებში და სამედიცინო დაწესებულებებში.
CDC-ის რეკომენდაციების მიუხედავად პოზიცია ამ დრომდე არ შეუცვლია კალიფორნიის შტატს. გუბერნატორი გევინ ნიუსომი ამბობს, რომ შტატში ყველასთვის პირბადის ტარების რეკომენდაცია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ძალაში დარჩება.
Your browser doesn’t support HTML5
კალიფონიისა და ნიუ-იორკის გუბერნატორები დემოკრატები არიან, შტატის მოსახლეობა კი პანდემიის დროს მათ მუშაობას უარყოფითად აფასებს. კალიფონიის დემოკრატი გუბერნატორი შესაძლოა მოახლოებულ არჩევნებში დამარცხდეს კიდეც და მისი პოზიცია რესპუბლიკელმა დაიკავოს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებას ნაწილობრივ გეგმავს კიდევ ერთი დემოკრატი გუბერნატორი ნიუ-ჯერსიდან.
ასევე ნახეთ: აშშ-ში ვაქცინის 274,411,901 დოზაა გამოყენებულიფილ მერფი ამბობს, რომ შტატში ვაქცინირებულებს პირბადის გარეშე მხოლოდ ღია სივრცეებში შეუძლიათ გადაადგილდნენ. დახურულ სივრცეებში კი პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულოა. მერფი ამბობს, რომ სექტემბერში შტატის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება.
შაბათს ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები განაახლა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამერიკაში მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში, პირბადეები უნდა ატარონ. მიზეზი არასრულყოფილი ვაქცინაციაა. 16 წლამდე ადამიანების ვაქცინაცია ამერიკაში გასულ კვირას დაიწყო. ამ დროისთვის არასრულწლოვნებს მხოლოდ "ფაიზერის" მიერ წარმოებული ვაქცინის მიღება შეუძლიათ.