სამხრეთ აფრიკის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის ახალი ვარიანტი იპოვეს. ორშაბათს, გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მიერ კორონავირუსის ახალ ვარიანტზე გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ახალ ვარიანტს C.1.2 დაარქვეს.
ასევე ნახეთ: დელტა ვარიანტმა თამაშის წესები შეცვალავირუსის ეს ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში პირველად მაისში დაფიქსირდა. თუმცა მოგვიანებით, C.1.2 აფრიკის, აზიის და ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ვარიანტსაც მსგავსი მახასიათებლები აქვს, რაც სხვა მუტაციებს, კერძოდ - ის უფრო მეტად ვრცელდება და ადამიანის იმუნიტეტს უფრო აზიანებს.
კვლევას ჯერჯერობით კოლეგების განხილვის პროცესი არ გაუვლია და შესაბამისად, სამეცნიერო ჟურნალშიც ჯერ არ არის გამოქვეყნებული. ახალ ვარიანტს ამ ეტაპზე ისევ აკვირდებიან და მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციების მიხედვით, ჯერ არც "ინტერესის" და არც "შეშფოთების" სტატუსს არ ანიჭებენ.