ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერის" გამაძლიერებელი დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს


„ფაიზერის“ მესამე დოზა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების დაცვას ორჯერ ვაქცინირებულებთან შედარებით. ამის შესახებ ისრაელის ჯანდავის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კვლევა საუბრობს.

სამინისტრომ კვლევის მონაცემები 22 აგვისტოს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. კვლევის შედეგები ემთხვევა ასევე ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო კომპანიის „მაკაბის“ მიერ მიღებულ შედეგებს. „მაკაბის“ ქსელი უკვე რამდენიმე ხანია იყენებს „ფაიზერის“ მესამე დოზას და აკვირდება მის გავლენას კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების მრუდზე.

ამ ფონზე, შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 23 აგვისტოს სრულად დაამტკიცა "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. აქამდე ის მხოლოდ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის აქტის საფუძველზე იყო დამტკიცებული.

პირველად ავტორიზაცია "ფაიზერის" კოვიდ-19-ის ვაქცინაზე 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გაიცა. ის თავდაპირველად 16 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში დამტკიცდა. მიმდინარე წლის მაისში კი ვაქცინის გამოყენება სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 12 წლის ზევით მოზარდებისთვისაც დაამტკიცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG