დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოსტზე თავისი შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოსტზე თავის შემცვლელად 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი, ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი დაასახელა. პრემიერის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის ნომინირებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში სრული ერთსულოვნება იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი დაიბადა 1982 წლის 28 ივნისს, ქალაქ თბილისში. საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრის ხარისხი დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განათლება მიღებული აქვს პარიზის სორბონის უნივერსიტეტშიც. შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნვამდე, 2004 წლიდან 2012 წლამდე "ქართუ ჯგუფში" სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2007-2012 წლებში იყო "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და 2009-2012 წლებში "ქართული ოცნების" დირექტორი.
ახლადარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს ახალი პრეზიდენტი, პრემიერ-მინსტრი და კაბინეტი ეყოლება. ოფიციალური ცერემონიალი 2013 წლის 17 ნოემბერს გაიმართება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს, საქართველო შერეული მმართველობის ახალ კონსტიტუციურ მოდელზე გადადის. 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ნორმების მიხედვით, ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას, მთავრობის ხელახალი ფორმირება უნდა მოჰყვეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უკვე წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე სუბიექტი, ამ შემთხვევაში - კოალიცია "ქართული ოცნება". პარლამენტი შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის როგორც ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, ასევე მინისტრთა განახლებულ კაბინეტს.
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იღებს მილოცვებს კოლეგებისგან და თანაპარტიელებისგან. პოსტზე წარდგენა მას შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმაც მიულოცა.