141 კარანტინში, 15 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის მონაცემები საქართველოდან

COVID 19-ით საქართველოში 15 ადამიანია დაინფიცირებული. მონაცემები stopcov.ge ავრცელებს. ოფიციალური ციფრების მიხედვით, საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და მონაცემები 13-დან 15-მდე გაიზარდა.

საქართველოში საკარანტინო რეჟიმში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 51 ადამიანი იმყოფება.

დადასტურებული 15 შემთხვევიდან, 13 დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია, ორის შედარებით მძიმე.

კორონავირუსის ახალ მონაცემებს მთავრობა ოფიციალურად რამდენიმე საათში კიდევ ერთხელ განაახლებს.