ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ პროკურატურიდან მოთხოვნა გამოიტანა, რომლის საფუძველზეც ის კორუფციის ბრალდებებისგან იმუნიტეტს ითხოვდა.
სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ქნესეთის სპიკერს ამის შესახებ აცნობა და დასძინა, რომ არ აპირებს “ბინძურ თამაშში” მონაწილეობის მიღებას.
ასევე ნახეთ: ისრაელის პრემიერ-მინისტრი იმუნიტეტს ითხოვსისრაელის პარლამენტი სამშაბათს უნდა შეკრებილიყო, რათა შეექმნა კომიტეტი, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ იმუნიტეტის მოთხოვნას განიხილავდა.
ნეთანიაჰუს პროკურატურამ ბრალი ნოემბერში წაუყენა და ის მექრთამეობაში, გაყალბებასა და ნდობის დარღვევაში დაადანაშაულა.