რა როლი შეასრულა ნელსონ მანდელამ სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის რეჟიმის დასრულებაში?
ეს 1980 წელს, მანდელასა და სამხრეთ აფრიკის დაზვერვის თანამშრომლებს შორის საიდუმლო, არაოფიციალური მოლაპარაკებებით დაიწყო. მანდელა მაშინ რობენის კუნძულზე პატიმარი იყო. თეთრების რასისტულ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის, ბატონ მანდელას იმ დროისთვის ციხეში უკვე ორი ათეული წელი ჰქონდა გატარებული.
მოგვიანებით მან დაწერა, რომ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო, დალაპარაკებოდა იმ მთავრობას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლასაც მთელი ცხოვრება შესწირა. შესაძლოა, მის ცხოვრებაში ეს ყველაზე გამჭრიახი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რამაც 1993 წელს ნობელის პრემია მიაღებინა, მოგვიანებით კი ქვეყნის პირველ შავკანიან პრეზიდენტად აქცია.
ფრედერიკ დე კლერკის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეი სტიუარდმა თქვა, რომ მანდელას ნაბიჯმა, მის უფრო საბრძოლოდ განწყობილ კოლეგებში აფრიკული ეროვნული კონგრესიდან, მოწონება არ დაიმსახურა. მაგრამ ის სწორი ნაბიჯი იყო. რასისტული სისტემის დამთავრებასთან ერთად, ამ ნაბიჯმა აჩვენა, რომ აფრიკული ეროვნული კონგრესი დაღვინებული პოლიტიკური ძალა იყო, რომლის სერიოზულად მიღება შეიძლებოდა.
იმ დროს, სტიუარდი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, ფრედერიკ დე კლერკის კანცელარიის უფროსი იყო. დე კლერკმა მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში მიიღო მონაწილეობა და ნობელის პრემია ბატონ მანდელასთან ერთად გაიზიარა.
„ვფიქრობ, რომ დროის ამ კრიტიკულ მონაკვეთში, ნელსონ მანდელას როლი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. პოლსმურის ციხეში ყოფნისას ის თავად, ხშირად კოლეგების რჩევების და სურვილების წინააღმდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ სამხრეთ აფრიკაში არსებული დაპირისპირების შეიარაღებული ან სამხედრო გზით გადაწყვეტა ვერ მოხდებოდა, ასეთი გამოსავალი მოლაპარაკების გზით უნდა მოძებნილიყო... ვფიქრობ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, მანდელას მხრიდან დიდი სიმამაცე და განჭვრეტის უნარი დასჭირდა. ვფიქრობ, შედეგები თვითონ მეტყველებენ. ვფიქრობ, ის ბევრად წინ უსწრებდა მთელ აფრიკულ კონგრესს იმის გაგებაში და აღიარებაში, რომ საკითხის გადაწყვეტის მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლებოდა მომხდარიყო.“
ანტი-აპარტეიდის აქტივისტმა ჯეი ნაიდუმ თქვა, რომ აფრიკული კონგრესის შიგნით ასეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადასადგმელად საჭირო მანდატი მხოლოდ ბატონ მანდელას ჰქონდა. ნაიდუ იმ დროს, ქვეყნის უდიდეს პროფკავშირულ კოალიციას ხელმძღვანელობდა.
„აპარტეიდის რეჟიმს ჩვენი დამარცხება არ შეეძლო და არც ჩვენ შეგვეძლო მისი დამარცხება. ჩვენ ჩიხში ვიყავით შესული. ამის ალტერნატივად ყველაფრის განადგურება რჩებოდა. იმ კონტექსტში, ლიდერებმა კონფლიქტის ორივე მხრიდან თქვეს: „როგორ შეგვიძლია მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის საფუძვლის მომზადება?“ ჩვენი მხარის სამეთაუროდ ნელსონ მანდელაზე უკეთესი პიროვნება არ არსებობდა. პიროვნება, რომელმაც ჩვენი თავისუფლებისთვის ციხეში 27 წელი გაატარა.“
ნაიდუმ თქვა, რომ იმ დროს, როცა ბატონი მანდელას მონაწილეობა გადამწყვეტი იყო, ამ მოძრაობას პროფკავშირებიდან ბევრი გამოჩენილი მომლაპარაკებელი დაეხმარა. მათ რიცხვში იყვნენ მანდელას მემკვიდრე, თაბო მბეკი და აფრიკული კონგრესის პრეზიდენტის მოადგილე, სირილ რამაფოზა.
„პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე, მთელი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ მძიმე და წინააღმდეგობით სავსე საკითხზე გვქონდა მოლაპარაკებები. ზოგადად რომ ვთქვათ: სამხრეთ აფრიკაში, რასობრივი და აპარტეიდის საკითხების მშვიდობიანი მოგვარებისაკენ მიმართული მოლაპარაკებების გარემოებები და პირობები ბევრ განსხვავებულ ადგილებში ყალიბდებოდა.“
სტიუარდმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მანდელამ მერყევი ტაქტიკა აირჩია, რასაც სხვა მოწინააღმდეგის შემთხვევაში შეიძლება წარუმატებლობა მოჰყოლოდა.
„სინამდვილეში, მისი ზოგიერთი თავდასხმა მაშინდელ პრეზიდენტ დე კლერკზე ა საკმაოდ სასტიკი იყო... მოლაპარაკების პროცესში სხვა პიროვნებები რომ ყოფილიყვნენ ჩართულნი, ეს სერიოზულ გართულებებს გამოიწვევდა. მაგალითად, ეროვნული პარტიის ლიდერი იმ დროს ბოტა რომ ყოფილიყო, ეს პროცესი მაშინვე დასრულდებოდა. ის ასეთი ხასიათის თავდასხმებს ვერ მოითმენდა. ვფიქრობ, დე კლერკი ბევრად უფრო შორს ფიქრობდა. ის ამას მაინც და მაინც არ განიცდიდა, თუმცა მწარე თავდასხმებზე ხანდახან ბრაზდებოდა. მაგრამ მას ესმოდა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. ხატოვნად რომ ვთქვათ, მას მუშტებს უშენდნენ, ის კი გზას აგრძელებდა.“
ორივემ აღნიშნა კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მანდელას შესახებ საუბრისას წამოტივტივდება ხოლმე, მისი უზომო ქარიზმა და თავმდაბლობა.
მათ თქვეს, რომ ამ ყოვლად საოცარ კაცს, ამ ორი თვისების იშვიათმა ერთობლიობამ გაბედული ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მისცა და მის გარშემო სამყარო შეცვალა.