სამხრეთ-აფრიკაში ნელსონ მანდელას ღვაწლს პატივს მიაგებენ.
კვირას, ეროვნული გლოვის დღეს, სამხრეთ აფრიკის ტაძრებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ ელოცათ და პატივი მიეგოთ ეროვნული გმირის, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოს პრეზიდენტის და ეროვნული გმირის, ნელსონ მანდელას მოღვაწეობისთვის.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ჯაკობ ზუმამ იოჰანესბურგის ეკლესიაში გამართული წირვის დროს, უფალს მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყანას ნელსონ მანდელასნაირი ლიდერი ჰყავდა.
ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე, ვინი მადნიკიზელა-მანდელა თავის შვილიშვილებთან, რომელთა შორის მანდლა მანდელაც იმყოფებოდა, საკვირაო ლოცვას დაესწრო.
მანამდე ვინი მადნიკიზელა-მანდელა აფრიკის ვეტერანების ეროვნული კონგრესის მიერ მოწყობილ სპეციალურ მსახურებას დაესწრო და ღონისძიების ჩატარების გამო მათ მიმართ მადლიერება გამოხატა.
ვინი მადნიკიზელა-მანდელა: დღეს თქვენ ჩვენ, მანდელას ოჯახს გვახსენებთ ჩვენი ბაბუის მიერ ხალხის გათავისუფლების საქმეში გაწეულ თავდაუზოგავ ბრძოლას. მისმა ძალისხმევამ, რომელიც მან გასწია დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში ძალა შემატა ახალგაზრდებს იმისათვის, რომ ქვეყნის გასათავისუფლებლად ებრძოლათ.
მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი იოჰანესბურგში სამშაბათს, ნელსონ მანდელას დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ჩავლენ.
დაკრძალვის ცერემონიალი იოჰანესბურგის საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, სადაც 2010 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი შედგა. სამოქალაქო პანაშვიდები ასევე ქვეყნის ყველა რეგიონში და პროვინციაში ჩატარდება.
დაკრძალვის ცერემონიალს ასევე შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები-ბილ ქლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსიც დაესწრებიან.
მანდელას ცხედარი ოთხშაბათს, პრეტორიის კავშირის შენობაში გადაასვენეს, სადაც სამხრეთ აფრიკის მთავრობაა განთავსებული.
ოფიციალური პირების განცხადებით, შაბათს ნელსონ მანდელას დამკრძალავმა კორტეჟმა პრეტორიის ქუჩებში სამგლოვიარო მარში მოაწყო და მოსახლეობას ამ მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
პანაშვიდში მონაწილე პირებმა, რომელთაც სამგლოვიარო მსვლელობით სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა ადგილები მოიცვეს, რათა თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერის სულის საპატივცემულოდ პატივისცემა გამოეხატათ.
15 დეკემბერს, ორგანიზატორები ნელსონ მანდელას სამოქალაქო დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად 9000 ადამიანის მისვლას მოელიან, რომელიც მის მშობლიურ სოფელში-ქუნუში გაიმართება.
შაბათს, მოსახლეობის დიდი რაოდენობა შეიკრიბა სოვეტოს გარეუბანში, სადაც ადამიანები სიმღერით და ცეკვით გამოხატავდნენ თავიანთ პატივისცემას ნელსონ მანდელას მიმართ. მათ ხელში მანდელას ფოტოები ეკავათ. ახალგაზრდობაში, როდესაც მანდელა იურისტად მუშაობდა, გარკვეული წლები სწორედ სოვეტოში ცხოვრობდა.