ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნელსონ მანდელა 95 წლის ხდება


ნელსონ მანდელა მკურნალობის კურსს კარდიოლოგიურ კლინიკაში გადის, მისი ოჯახის წევრები კი მის ქონებაზე სასამართლოში დავობენ

სამხრეთ აფრიკის სიმბოლო ნესლონ მანდელა უკვე ერთი თვეა პრეტორიის საავადმყოფოში მკურნალობს. 94 წლის პრეზიდენტი ორ კვირაზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამასობაში კი საავადმყოფოს გარეთ მისი ოჯახის წევრებს შორის ოჯახური კონფლიქტი გრძელდება.

ათ დღეში ნელსონ მანდელა 95 წლის გახდება, ეს უდიდესი თარიღია ადამიანისთვის, რომლის ცხოვრება სამხრეთ აფრიკის როგორც მძიმე ისე, ბრწყინვალე დღეებსაც უკავშირდება. ქვეყნის პირველ შავკანიან პრეზიდენტზე ხშირად საუბრობენ, რომ მან თავის წვლილი შეიტანა იმაში, რომ სამოქალაქო ომის დროს ქვეყანა საბოლოოდ ორად არ გახლეჩილიყო. ნელსონ მანდელამ სამხრეთ აფრიკაში დემოკრატია და მშვიდობა დაამყარა.

თუმცა ორშაბათს, უკვე ერთი თვე შესრულდა, მას შემდეგ რაც ის პრეტორიის სამედიცინო კარდიოლოგიურ კლინიკაში იმყოფება. საავადმყოფოს პაციენტი მანდელა 8 ივნისს გახდა, დიაგნოზით - ფილტვის განმეორებითი ინფექცია.

მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალები ძალიან მცირეა და ურთიერთსაწინააღმდეგო. პრეზიდენტის ოფისი ოფიციალური ინფორმაციის ერთადერთი წყაროა, თუმცა გასული თვის განმავლობაში მათი მხრიდან ერთიდაიმავე ინფორმაციის შემცვლელი ორ-სამ სიტყვიანი განმარტებები გაკეთდა. პირველი ორი კვირის განმავლობაში, როგორც ისინი აცხადებდნენ მანდელას მდგომარეობა „ სერიოზული თუმცა სტაბილური იყო“. შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, მას მერე კი „ კრიტიკული, მაგრამ სტაბილური“ გახდა.

ნელსონ მანდელას ოჯახის მიერ წარდგენილი სასამართლო დოკუმენტების თანახმად, გასული თვის ბოლოს მას აღსასრულამდე დიდი ხანი არ ეწერა, და მას სიცოცხლეს ექიმები უხანგრძლივებდნენ.

თუმცა მისმა მეგობარმა რომელმაც ხანშიშესული სიმბოლო ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მოინახულა განაცხადა რომ „მას ძალიან კარგი შანსები აქვს რომ გამოჯანმრთელდეს“.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მაკ მაჰარაჯი ამბობს, რომ მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს ყოველწამიერი ინფორმაცია მანდელას ავტორიტეტული ექიმებისგან.

მაკ მაჰარაჯის: მისი მდგომარეობა კრიტიკულად სტაბილურია. და ექიმებმაც უარყვეს, რომ თითქოს მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობს.

ეს ინფორმაცია გასულ თვეს მანდელას ოჯახის მიერ სასამართლოს მიმართ წარდგენილ ხმაურიან დოკუმენტებს შორის ერთ-ერთი ცენტრალური განცხადება აღმოჩნდა. ოჯახმა მანდელას შვილიშვილის, მანდლას წინააღმდეგ სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც მან ნელსონ მანდელას სამი შვილის საფლავი მვეზოში გადაიტანა, სოფელში, სადაც ის პოლიციის შერიფად მუშაობს.

ოჯახი ამტკიცებს, რომ მანდლა მანდელას ეს გადაწყვეტილება ოჯახთან არ განუხილავს, და მოითხოვენ რომ ცხედრები უკან, ქალაქ ქუნუში დაებრუნოს. იქ ნელსონ მანდელამ სახლი აიშენა, სადაც მოხუცებულობა უნდა გაატაროს. ეს არის ის ადგილი, სადაც მისი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ დაიკრძალოს.

დოკუმენტები, რომლებიც ოჯახის წევრებმა სასამართლოს წარუდგინეს, დაბრკოლებას უქმნის მანდელას უფროს ქალიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი „სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობაში პერმანენტულად იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.“

ამ კვირაში ადგილობრივი მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანდლა მანდელას ადვოკატი სარჩელის შეტანას აპირებს ოჯახის იმ წევრების წინააღმდეგ, რომელთაც ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეცდომაში შეჰყავთ სასამართლო.

მანდლა მანდელამ კი შეიძლება პოლიციის შერიფის პოსტი დაკარგოს. მისი ტომის ბელადმა განაცხადა, რომ მანდელას ქმედება, მათ შორის მის მიერ მოწყობილი პრესკონფერენცია, სადაც საკუთარ ძმას ბრალი დასდო იმაში რომ ის უკანონოდ ითვლება, განაცხადა რომ ტომში უკმაყოფილო შეფასებები მოყვა.

მანდლა მანდელას ორშაბათს ამერიკის ხმა დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარების გაკეთება არ ისურვა.

ოჯახურმა კონფლიქტმა ერი უჩვეულო მდგომარეობაში ჩააგდო. ხალხი მის ოჯახს შერიგებისკენ და განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერიც საუბრობს.

მაკ მაჰარაჯი: ეს მოვლენები არასასიამოვნოდ ვითარდება. თუმცა ფაქტია რომ ასე ხდება. მას იმედი აქვს, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად ოჯახის შიგნით მოგვარდება.

ეს მანდელას გულიდან ამოსულ სიტყვებს ჰგავს, ადამიანისას, რომელსაც ორად გახლეჩილი ერი გაერთიანების გამო ეთაყვანება.
XS
SM
MD
LG