17 დეკემბერს NDI პოლიტიკური პარტიების რეიტიგს გამოაქვეყნებს
საქართველოში რუსული საფრთხის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, - აცხადებს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დაყრდნობით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 14-25 ნოემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე, რომელიც კასვკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა NDI-ს დაკვეთით განახორციელა, პირისპირ ინტერვიუს გზით სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების თაობაზე 1 947 -ი რესპონდენტი გამოიკითხა.
მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ NDI- ის აგვისტოს კვლევასთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა, კითხვაზე არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 41%-ი დადებითად პასუხობს, 40%-ი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
რესპონდენტთა 58%-ი თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება (აგვისტოში ასე გამოკითხულთა 51%-ი ფიქრობდა), 11%-ი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხვის შედეგების თანახმად მოსახლეობისთვის აგვისტოს შემდეგ მთავარი პრიორიტეტები არ შეცვლილა, ისევ და ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება უმუშევრობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ტერიტორიული მთლიანობა.
ექსპერტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ჰამლეტ გეგიას თქმით ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის პირველი, რომლის გადაჭრას საქართველოს მოსახლეობა მოითხოვს ხელისუფლებისგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან, თუმცა მისივე თქმით არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა პრიორიტეტები:
” ვფიქრობ, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ანუ დასაქმება. დასაქმება არის წინაპირობა ადამიანს ჰქონდეს შემოსავალი. შემოსავალი უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანებმა ელემენტარული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. ყველაფერი არის გაერთიანებული დასაქმებაში, იმიტომ რომ თუ ადამიანი არ არის დასაქმებული, თუ მას არ აქვს სამსახური, ის ვერც გადასახადს გადაიხდის, აქედან გამომდინარე გარკვეული პრობლემები შეექმნება ბიუჯეტს, ბიუჯეტს კი აწევს მისი სოციალური ხარჯები და ა.შ. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ელემენტარული მათემატიკიდან, დასაქმების პრობლემა უნდა მოაგვაროს. დასაქმების პრობლემის მოგვარება მრავალნაირად შეიძლება განვიხილოთ და მრავალნაირად შეიძლება გადავწყვიტოთ.შევუწყოთ ხელი თვითდასაქმებაში, თვითონ დასაქმება რას ნიშნავს იურიდიულად უნდა განისაზღვროს. ჩვენი მთავრობა დასაქმებულად თვლიდა ადამინაებს, ვისაც პატარა ნაკვეთი ჰქონდა, იქ მუშაობდა და დასაქმებულად ითვლებოდა. ჩემის აზრით ეს არ არის დასაქმება.
თუ ჩვენ ვილაპარაკებთ დაზღვევის სისტემაზე, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა. პირველი რაც მან წამოწია იყო სოფლის მეურნეობა, ანუ დასაქმება უკვე ჩვენ ჭრილში, ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე . სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მეორე იყო უნივერსალური დაზღვევა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება დაავადებულია, არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ჩვენ მოქალაქეებს რთული და გაჭირვებული ცხოვრებიდან გამომდინარე საკმაოდ სერიოზული პრობლემები გააჩნიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით , რა თქმა უნდა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული მათი მკურნალობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნივერსალური დაზღვევა არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რასაც ჩვენი მთავრობა გვპირდება დასაქმებასთან ერთად”.
კვლევის კითხვებს შორის ერთ-ერთი ეხებოდა ურთიერთობებს რუსეთთან. განსხვავებით წინა კვლევებისგან ამჟამად გამოკითხულთა მხოლოდ 26%-ი თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 48%-ს შეადგენდა. 40%-ი აცხადებს, რომ მართალია რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის” თავმჯდომარე ლელა გაფრინდაშვილი თვლის, რომ კვლევაში ასევე განმარტებული უნდა იყოს თუ რა მოტივით აკეთებენ ადამინები შეფასებებს:
” საერთოდ ასეთი რაოდენობრივი კვლევები უფრო მეტ ახსნას ითხოვენ ხოლმე. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ”მე რუსეთში არარ ვხედავ საფრთხეს”, ძალიან მნიშვნელოვანია რა საფუძველზე ამბობს ის ამას. ვთქვათ, ამბობს იმ საფუძველზე, რომ ახალი ხელისუფლების პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებში დაინახა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებული კონფრონტაცია შენელდა, ან ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა რაღაც ისეთი ნაბიჯები, რომელიც თავისთავდ ემსახურება და ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ურთიერთობა საქართველოს საზიანო არ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში ასევე განმარტებული იყოს რა საფუძველზე, რა მოტივებით ამბობენ ამას ადამიანები. მოტივები როდესაც არ ჩანს კვლევაში, არა სანდოა. არა სანდოა არა ტექნოლოგიურად ან სტატისტიკურად, არამედ ინტერპრეტაციის, დამაჯერებლობის ძალიან დაბალ ხარისხს შეიცავს”.
17 დეკემბერს NDI პოლიტიკური პარტიების რეიტიგს გამოაქვეყნებს.
14 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო ”ივერონმა” გაავრცელა ინფორმაცია:
”რუსულ სოციალურ ქსელ ”ოდნოკლასნიკების” ადმინისტრაციამ შექმნა ინფოგრაფიკა, სადაც მომხმარებელთა საცხოვრებელი ქვეყანა გეოგრაფიულად არის ნაჩვენები. აღნიშნული სქემის მიხედვით აღმოჩნდა, რომ კომპანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს, ხოლო ყირიმი უკრაინის ტერიტორიიდან ჩამოცილებულია.
სოციალური ქსელის მონაცემებით ”ოდნოკლასნიკებს” სტუმრობს ყოველდღიურად 34,5 მილიონი მომხმარებელი, მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 22 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში. საქართველოში ცხოვრობს ”ოდნოკლასნიკების” ქსელის 600 ათასი მომხმარებელი”.