„ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ სტუდიაში სასაუბროდ მოიწვია ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე. საუბარი შეეხო ვიზიტისა და ზოგადად საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის დეტალებს. ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქართველი ხალხის არჩევანია. ამდენად, საქართველოს ახალი ხელისუფლება გააგრძელებს დასავლურ კურსს და შეეცდება იმ გამოწვევების დაძლევას, რომელიც ქვეყანას ამ გზაზე შეიძლება შეხვდეს.
შეკითხვაზე, თუ რას უკავშირდება ბოლო დროს დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიები, ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის აპირებს შეხვდეს ამერიკულ პრესაში დაბეჭდილი სტატიების ავტორებს და მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაპატიმრებები, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს განხორციელდა კრიმინალთან და უკანონობასთან ბრძოლას უკავშირდება და ის არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც პოლტიკურად მოტივირებული ნაბიჯები.
საუბარი ასევე შეეხო, რუსეთთან ურთიერთობას და საქართველოს რეგიონალურ პოლიტიკას. მოისმინეთ ინტერვიუს სრული აუდიო ვერსია.