ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, სოციალურ ქსელებს ინფორმაციის მისაღებად, სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. თუმცა, კვლევა აჩვენებს, რომ ინფორმაციის მიღებისას დომინანტური საშუალება კვლავ ტელევიზიაა.
კვლევის მიხედვით, სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, 2014 წლის შემდეგ 27%-ითაა გაზრდილი.
ციფრებში ინფორმაციის პირველწყაროების შესახებ ინფორმაცია ასე გამოიყურება: მოსახლეობის 57%-სთვის ინფორმაციის მიღების პირველწყარო ტელევიზიაა, 35%-სთვის ინტერნეტი/სოციალური მედია, 4%-სთვის მეგობრები და მეზობლები, 2%-სთვის ოჯახის წევრები, ხოლო 1%-სთვის თანამშრომლები.
ასევე ნახეთ: საქართველოში 42%-ს ვაქცინაციაზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს - NDIკვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3%.