სასამართლომ რუსეთში, რუს ოპოზიციონერს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს, შეუცვლის თუ არა საპატიმროთი ალექსეი ნავალნის 3.5-წლიან პირობით სასჯელს. ნავალნი მოსკოვში ჩასვლისას დააკავეს. ის "ნოვიჩოკით" მოწამვლიდან ხუთი თვის თავზე, გერმანიიდან, სადაც ის რეაბილიტაციას გადიოდა, რუსეთში ბრუნდებოდა.
გაერომ და დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ნავალნის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ზოგიერთი ქვეყანა დამატებითი სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოვიდა. მოსკოვში კი საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.
ასევე ნახეთ: ნავალნი "შერემეტიევოს" აეროპორტში საპასპორტო კონტროლზე დააკავესნავალნიმ, პოლიციის შენობიდან გაკეთებულ ვიდეომიმართვაში, მის საქმეზე გამართულ მოსმენას „უკანონობის უმაღლესი დონე“ უწოდა და განაცხადა, რომ პუტინი სისხლის სამართალს, მისი შიშით, სრულიად უგულებელყოფს.
კრემლი, შეკითხვებს 44 წლის ნავალნის შესახებ არ პასუხობს და აცხადებს რომ კომენტარს შესაბამისი უწყებები გააკეთებენ.
ნავალნის დაახლოებით 300 მხარდამჭერი, პოლიციის შენობასთან მინუს 18 გრადუსში შეიკრიბა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.
ნავალნის დაკავებას მოსკოვის პენიტენციური სამსახური ითხოვს. ნავალნის წინააღმდეგ რუსეთში მინიმუმ ორი საქმეა აღძრული, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.
ასევე ნახეთ: ნავალნის რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში დააკავება ემუქრებანავალნის პირობითი სასჯელის მოხდის კვალდაკვალ, გასულ წელს საპატიმროში არგამოცხადებას ედავებიან. საქმე, რომელზეც ნავალნის პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ქონების გაფლანგვას უკავშირდება.
ორშაბათის სასამართლო მოსმენაზე, რომლის ნაწილსაც ნავალნის მხარდამჭერები პირდაპირ გადასცემდნენ, სასამართლომ ის 30-დღიან პატიმრობაში დატოვა, ვიდრე სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.
კვირა საღამოს, ნავალნი აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლამდე, პოლიციის ოთხმა ოფიცერმა დააკავა.
სანქციები თუ არა?
ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირის შეხვედრას ითხოვენ, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად.
ახალ სანქციების სამიზნე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის პროექტი შესაძლოა იყოს, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი გაზის მილსადენის შენებას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ: ნავალნი: პუტინს ჩემი მოკვლა და სხვების შეშინება სურდაგერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მოსკოვს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პრაღას სურს, ბრიუსელმა სანქციები განიხილოს.
გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმაც, რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კრიტიკას უპასუხა განცხადებით, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა „საკუთარ პრობლემებს“ მიხედონ.
„პატივი ეცით საერთაშორისო სამართალს, სუვერენული ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაში ნუ ჩაერევით და თქვენს ქვეყანაში პრობლემებს მიხედეთ“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება, საკუთრი მოსახლეობის ყურადღების გადატანას ემსახურება „შიდა პრობლემებისგან“.
ასევე ნახეთ: რუსი ნაციონალისტი და პუტინის კრიტიკოსი - ვინ არის ალექსეი ნავალნი„ჩვენს იმიჯზე ალბათ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ქალბატონები მეჯლისზე“ - განაცხადა ლავროვმა.
ჯეიკ სალივანმა, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლობის კანდიდატმა, მოსკოვს მოუწოდა გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი განაცხადა, რომ მომხდარით შეშფოთებულია.
გასული წლის 29 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი ავად თვითმფრინავში, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე გახდა. პილოტი იძულებული იყო თვითმფრინავი დაესვა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, რომელიც ომსკი აღმოჩნდა. ომსკის საავადმყოფოდან, განმეორებითი მოთხოვნების შემდეგ, 44 წლის ნავალნი, 2 დღის თავზე, გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით დაადგინეს, რომ ნავალნის მოწამვლას საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" ეცადნენ. ნავალნის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.