რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ადვოკატი, რომელიც უკანასკნელად პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერს 10 დღის წინ ესაუბრა, ამბობს, რომ 15 დეკემბერს, ვლადიმერის სასამართლოში მას განუცხადეს, რომ ნავალნი 11 დეკემბერს ვლადიმერის რეგიონში მდებარე IK-6 დაწესებულებიდან რეგიონის გარეთ მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური არ ამბობს, სად არის ის ახლა“, - წერს ადვოკატი ვიაჩესლავ გიმადი სოციალურ ქსელ X-ზე, ყოფილ „ტვიტერზე“. ავოკატის თქმით, მის შესახებ "10 დღეა არაფერი ვიცით“.
ნავალნის გუნდის წევრებმა 15 დეკემბერს განაცხადეს, რომ ვლადიმერის რეგიონალური სასამართლოს მოსამართლე ოლგა იემელიანოვამ წაიკითხა სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადება ნავალნის გადაყვანის შესახებ და თქვა, რომ ტრანსფერი ეფუძნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოში, რომლის მიხედვითაც ნავალნის თავისუფლების აღკვეთა 19 წლამდე გაუგრძელდა "ექსტრემისტის“ ბრალდებით.
ასევე ნახეთ: ნავალნის გუნდის თქმით, ის ციხიდან გაუჩინარდააგვისტოს გადაწყვეტილებით, ნავალნის მიესაჯა მოიხადოს სასჯელი „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რუსეთის ყველაზე მკაცრი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც იმყოფებიან სამუდამო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულები და ისინი, ვისაც დიდი დანაშაულებრივი წარსული აქვს.
რუსეთში მსჯავრდებულთა გადაყვანის პროცესი, სპეციალური მატარებლებით ხდება. ასეთ მატარებლებს აქვთ კუპეები პატიმრებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფილია ცოტა სუფთა ჰაერით. მატარებელში არ არის საშხაპეები და შეზღუდულია წვდომა საკვებსა და ტუალეტზე.
ტრანსფერს შესაძლოა დღეები, კვირები ან თვეებიც კი დასჭირდეს.
საბჭოთა დროიდან მოყოლებული, მკაცრი წესები ითვალისწინებს, რომ პატიმრების ოჯახებსა და ნათესავებს აცნობებენ მათი ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი მიაღწევენ დანიშნულების ადგილს.