„საერთაშორისო ამნისტია“ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „სინდისის პატიმრის“ სტატუს უხსნის. ამის მიზეზი, ორგანიზაციის განცხადებით მის მიერ გაკეთებული სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის შემცველი კომენტარებია.
ნავალნიმ ორგანიზაციისგან ეს სტატუსი 17 იანვარს მიიღო, როცა ის რუსმა სამართალდამცავემა მოსკოვის აეროპორტში დააკავეს პირობითი სასჯელის წესების დარღვევის გამო. მოგვიანებით, მას სასამართლომ 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას „აბსურდს“ უწოდებენ.
ასევე ნახეთ: რუსი ნაციონალისტი და პუტინის კრიტიკოსი - ვინ არის ალექსეი ნავალნისტატუსი ორგანიზაციამ მას 23 თებერვალს მოუხსნა. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლას. დენის კრივოშეევმა, „საერთაშორისო ამნისტიის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დაადასტურა, რომ ეს ორგანიზაციის „შიდა გადაწყვეტილება იყო“, რომელიც ეფუძნებოდა ნავალნის „წარსულ კომენტარებს“.
„ზოგიერთი ეს კომენტარი, რომელიც ნავალნის საჯაროდ არ უარყვია, უახლოვდება სიძულვილის ადვოკატირებას და ეს ეწინააღმდეგება „ამნისტიის“ მიერ „სინდისის პატიმრის“ დეფინიციას.
კრივოშეევმა განაცხადა, რომ ნავალნის „დანაშაული არ ჩაუდენია“ და მიუხედავად სინდისისის პატიმრის სტატუსის მოხსნისა ორგანიზაციამ, რუსეთის მთავრობას 200,000 ხელმოწერა გადასცა „ნავალნის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად“.
ასევე ნახეთ: მილოვი ნავალნის განცხადებებზე: რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობსთავისი პოლიტიკური კარიერის განამავლობაში, ნავალნის ხშირად აკრიტიკებდნენ რუს ნაციონალისტებთან კავშირებში და განცხადებების გამო, რომელიც აღქმულია როგორც რასისტული და დისკრიმინაციული.
„საერთაშორისო ამნისტია“ გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიტიკური მიმომხილველების და ნავალნის მხარდამჭერების კრიტიკის ქვეშ მოექცა. ისინი ბრალს დებენ ორგანიზაციას, რომ მან სახელმწიფოს მართული მედია ჟურნალისტების კამპანიის მხრიდან, ზეწოლას ვერ გაუძლო.