ნატოს დასჭირდება 35-დან 50-მდე დამატებითი ბრიგადა, რათა სრულად განახორციელოს თავისი ახალი გეგმები, რუსეთის თავდასხმისგან დასაცავად, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს", სამხედრო წყარომ.
ანონიმურმა წყარომ, უარი თქვა დამატებითი დეტალების შესახებ საუბარზე. გეგმა, რომელზეც ის "როიტერთან" საუბრობს, საიდუმლოა. ბრიგადა, როგორც წესი, 3 000-დან 7 000-მდე ჯარისკაცისაგან შედგება, ასე რომ, 35-დან 50-მდე ასეთი შენაერთის შექმნა, მიმომხილველთა შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.
"როიტერის" წყაროს თქმით, შემუშავებული გეგმის მიხედვით, მხოლოდ გერმანიას, თავისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ოთხჯერ გაზრდა მოუხდება.
ასევე ნახეთ: სტოლტენბერგი: ომის დამთავრების უსწრაფესი გზა მისი წაგებაა, მაგრამ ეს მშვიდობას არ მოიტანსგასულ წელს, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე, ალიანსის ლიდერებმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ორგანიზაციის პირველი მთავარი თავდაცვის გეგმა მიიღეს.
ალიანის 75-ე, საიუბილეო სამიტზე, ნატოს ლიდერები, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით განახლებულ გეგმებს მიიღებენ.
ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ალიანსის სამხედრო დამგეგმავებმა დაადგინეს "დეტალური მოთხოვნები, ჯარისა და იარაღის შესახებ, რომელიც საჭიროა ალიანსის დასაცავად".
”საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, ლოგისტიკა, ისევე როგორც დიდი სახმელეთო მანევრირების ფორმირებები ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს შორისაა”, - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ნატოს სამომავლო გეგმების შესახებ, რადგან ისინი გასაიდუმლოებულია. მასში ნათქვამია, რომ ყველა მოკავშირეს მოუწოდეს, კოორდინირება გაუწიონ ნატოს შესაძლებლობების მოთხოვნებს და რომ ეს ძალისხმევა მომავალ წელს გაგრძელდება.